ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
იქ მნიშვნელოვანი დღეები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. მათ შორის, სკოლაში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ შემოქმედებითი ნომრები გამართეს და დასასრულისკენ, სხვადასხვა მოთხრობის პერსონაჟის როლები მორგეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილეს თემა - „პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება პიროვნების ჩამოყალიბებაზე“.
იხილეთ ფოტოები: