ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა მწერლის ბიოგრაფია გაიხსენეს, ასევე, მის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრეს. მათვე აღნიშნეს, თუ რამდენად დიდი და ფასდაუდებელი შრომა გასწია ილია ჭავჭავაძემ ქართველი ხალხის წინაშე.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
იხილეთ ფოტოები: