ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში საპირიზო ადგილი დაიკავა 
26-11-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას საკუთარი მიღწევებით ხშირად ანებივრებენ. 

ამჯერად, პედაგოგ ნანა ბენდელიანის სადამრიგებლო - მე-6 კლასის მოსწავლეების გუნდი - „მომავლის მბრძანებელი“ მარიამ ბრაგაძის, ნუგზარ სარალიძის, სესილი სვანიძის, მიქაელ მარგველაშვილისა (კაპიტანი) და გუგა ქაშაკაშვილის შემადგენლობით, „ინტელექტიადა 2024-ის" შემოდგომის სეზონში მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსში 58 ნაკრები მონაწილეობდა.

„ვულოცავთ მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203