მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ინტელექტუალური პაექრობა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიური ჩართულობით. ბავშვებმა როგორც საგნობრივი ცოდნა, ისე ინტელექტუალური და ანალიტუკური უნარები წარმატებით წარმოაჩინეს.
სასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდა 2 ასაკობრივი ჯგუფი. დაწყებითი საფეხური და შერეული ჯგუფი.
დაწყებით საფეხურზე გაიმარჯვა გუნდმა - „მერცხლები“, შერეულ ჯგუფში კი გუნდმა - „საუკეთესოები“.
სკოლაში ინტელექტუალური თამაშის ჩატარებას ხელმძღვანელობდა სპეციალური მასწავლებელი - ნათია ნანავა.
იხილეთ ფოტოები: