მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, იდლიანის საჯარო სკოლა კოლეჯ „თეთნულდთან“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახორციელებს ორ საგანმანათლებლო პროგრამას - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამკერვალო მიმართულებით.
მოსწავლეები პროფესიულ პროგრამებს ხალისითა და დიდი ინტერესით გადიან.
„დიდი მადლობა კოლეჯ თეთნულდს, ამ შესაძლებლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში და მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
იხილეთ ფოტოები: