„როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“ - გურძემის საჯარო სკოლაში „პოეტთა მეფის“ დაბადების დღეს პროექტი მიეძღვნა 
26-11-2024

17 ნოემბერი „პოეტთა მეფის“ გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში მე-9 კლასელების ჩართულობით განხორციელდა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“. 

პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა კაკულია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ამომწურავად ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიასა და მის განვლილ გზაზე, წაიკითხეს მისი უკვდავი ლექსები.

პროექტი დასრულდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შექმნილი სიმღერის -„გამარჯობა აფხაზეთო შენი“  ფონზე. 

აღსანიშნავია, რომ დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203