თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას, რომ აქტიურად ჩაერთონ სპორტულ შეჯიბრებში.
ამჯერად, სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის, სადაც მონაწილეობდა შვიდი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის იყო ზარიძეების საჯარო სკოლა.
დიდი კონკურენციის მიუხედავად, ზარიძეების საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს ბავშვებსა და პედაგოგებს წარმატებას.
„ჩვენ ბევრჯერ დავწერთ ისტორიას. ბევრ მწვერვალს დავიპყრობთ, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტულ სარბიელზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.