ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას, აქტიურად იმართება საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
18 ნოემბერს კი, სკოლაში ჩატარდა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 133-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიება დაგეგმა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (ხელმძღვანელი - მარიამი კეთილაძე) VI-X კლასების მონაწილეობით.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მოისმინეს პოეტის ბიოგრაფია და პოეტის მიერ წაკითხული ლექსები.
თავად მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს რამდენიმე ლექსი, მოისმინეს გალაკტიონის ლექსებზე შეთხზული სიმღერები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“, „ვერხვები“.
სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები. ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: