მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
ამჯერად, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, ფარგლებში მეორე კლასში შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა.
კლასის დამრიგებლის ევგენია მისკარიანის ხელმძღვანელობით, მოსწაბლეებმა YouTube-ში ვიდიორგოლებს უყურეს.
ვიზუალური მასალით მოსწავლეებმა მეტად გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა.