დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას.
ამჯერად, სვანეთის მუზეუმთან და მესტიის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციები გამართეს.
პრეზენტატორებმა: ანა ნაკანმა, სალომე ხერგიანმა და მარიამ ჯინჭარაძემ, დამწრე აუდიტორიას მათთვის საყვარელი წიგნების შესახებ უამბეს, საინტერესო სლაიდებით ლიტერატურის ვიზუალიზაციაც მოახერხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„ჩვენმა საოცარმა ბავშვებმა ულამაზესი, ამაღელვებელი დღე გვაჩუქეს. წარადგინეს მათთვის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი და გვამოგზაურეს სულ სხვა სამყაროში. ეს იყო დაუვიწყარი ემოციების ზღვა ძალიან დიდი მადლობა მესტიის ბიბლიოთეკას ამ ძალიან საჭირო და საუკეთესო პროექტის ორგანიზებისათვის და ახალგაზრდებში წიგნიერების გავრცელებასა და წახალისებისთვის. ვისურვებდით, რომ უფრო მეტი მოზარდი იყოს ჩართული ამ ძალიან კარგ საქმეში და ძალიან ბევრმა ბავშვმა შეიყვაროს წიგნი... მადლობა თამარ შუკვანს“, - ასე აფასებენ სკოლაში მოსწავლეთა პრეზენტაციას და მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორს.
იხილეთ ფოტოები: