ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პროექტი განახორციელეს
15-06-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებში თეორიამ „ადამიანის ევოლუციის“ შესახებ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მათ სურვილი გაუჩნდათ აღნიშნული თემის შესახებ პროექტი მოემზადებინათ. სამუშაო თემები ადამიანის განვითარების ეტაპებს მოიცავდა.

აღნიშნულის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები, რომელიც დასახული მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი იყო. კერძოდ, მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ და მოსახლეობასა თუ სკოლის დაწყებით მოსწავლებში  გამოკითხვა ჩაატარეს. 

საკითხის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, დმანისის მუზეუმში ექსკურსია მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა იქ არსებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ასევე, მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ უამრავ ნამარხს გაეცნენ და ნახეს, თუ  როგორ მუშაობდნენ უცხოელი არქეოლოგები. ბოლოს, მათ, დმანისის მუზეუმის აღმოჩენების ისტორიას თვალი ვიდეო ჩანაწერების საშუალებით მიადევნეს და  უკან ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

სწორედ ამ ძალიხმევის შემდეგ ახალციხის №5 საჯარო სკოლაში IXა და IXდ კლასების მოსწავლეები (პროექტის ხელმძღვანელი შორენა ენდელაძე) დირექციის, პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე პროექტის პრეზენტაციით წარსდგნენ. მათ დირექციისა და პედაგოგებისაგან დადებითი შეფასებები მიიღეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203