ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებს - ელენე ფარჯიანსა და დავით ხაჭვანს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ
27-11-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ელენე ფარჯიანსა და დავით ხაჭვანს პორტატული კომპიუტერები გადაეცათ. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 22 ნოემბერს გაიმართა. 

სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოსწავლეთა წხალისებისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, მერ დავით კარგარეთელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურსა და ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203