2025 წლის ერონული გამოცდების პროგრამებმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საკმაოდ შემცირებულია საგამოცდო პროგრამა ქართულში და რიგი ლიტერატურული ნაწარმოებებისა ამოღებული საკითხებიდან.
ქართულის საგამოცდო პროგრამა შემცირებულია, ნახეთ რომელი ნაწარმოებებია ამოღებული
ზოგი მწერლის შემოქმედება შემცირებულია, ხოლო არის 4 მწერალი, რომლებიც სრულად ამოიღეს საგამოცდო პროგრამიდან. ესენი გახლავთ: პოლიკარპე კაკაბაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, პაოლო იაშვილი და ალექსანდრე ყაზბეგი;
2024 წელს კი აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ სცოდნოდათ შემდეგი საკითხები: პოლიკარპე კაკაბაძე - „ყვარყვარე თუთაბერი“; ალექსანდრე ჭავჭავაძე - „გოგჩა“, პაოლო იაშვილი „პოეზია“, ალექსანდრე ყაზბეგი - „ხევისბერი გოჩა“.