ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ამჟამად, ნადაბურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები საგანში - „პროექტი მოქალაქეობა“ ახორციელებენ პროექტს თემაზე - „ადიქცია“.
ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეები პირველ ჯერზე შეხვდნენ ფსიქოლოგს, ქართულის მასწავლებელს - ხათუნა გელაშვილს, ხოლო მეორე ეტაპზე სკოლის ექიმს - იამზე პაქსაშვილს.
მოსწავლეებმა ექიმს დაუსვეს შეკითხვები ადიქციის უარყოფით შედეგებზე და მიიღეს ამომწურავი პასუხები, ასევე - რეკომენდაციები ადიქციისგან თავის დასაცავად/დასაღწევად.
პროექტს ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამილა გელაშვილი.
იხილეთ ფოტოები: