ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანი გააცილეს
15-06-2018
საკუთარი თავის წარდგენა, ლექსები ქართულ ასოებზე, სიმღერები, ენის გასატეხები,საქართველოს სახელმწოფო ჰიმნი - ასე გამოეთხოვნენ ზაკის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები ქართულ ანბანს.

ღონისძიება ქართული ენის მასწავლებელმა და ამავე დროს სკოლის დირექტორმა, ვარდუჰი მკრტჩიანმა მოაწყო და მას მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

„საგულისხმო ფაქტია, როცა არაქართულენოვანი მასწავლებელი არის ქართული ღონისძიებების ორგანიზატორი და ამ პროცესში მშობლების ჩართვასაც აქტიურად ახერხებს. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა და ინტერესის გაზრდას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ანბანის გაცილება ზაკის საჯარო სკოლაში ტრადიციულად ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იმართება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203