გამოქვეყნდა პეტიცია - „დააბრუნეთ საგამოცდო პროგრამაში აქტუალური ქართული ლიტერატურა“
27-11-2024

დააბრუნეთ საგამოცდო პროგრამაში აქტუალური ქართული ლიტერატურა - აღნიშნული დასახელებით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 3500-ზე მეტი ადამიანი აწერს. შეგახსენებთ რომ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამების გამოქვეყნებამ, რომლის მიხედვითაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა შემცირებულია.

ოთხი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საგამოცდო პროგრამაში აღარ არის - ეროვნულები 2025

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებულია დღეისათვის მეტად აქტუალური საკითხები, მათ შორის, ქართული ლიტერატურული შედევრები: 

ქართულის საგამოცდო პროგრამა შემცირებულია, ნახეთ რომელი ნაწარმოებებია ამოღებული

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი.
  • ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“.
  • ალექსანდრე ყაზბეგის და პაოლო იაშვილის შემოქმედება.
  • პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"
  • ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის წერილი „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი.“
  • სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები; ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“
  • შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც.

ხოლო ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ.

დღეისათვის, განათლების სისტემის ხარვეზების გამო აბიტურიენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი საგამოცდოდ ემზადება არა სკოლებში, არამედ კერძო რეპეტიტორებთან. ამ მოცემულობის გათვალისწინებით არსებობს რისკი, რომ ათიათასობით მოსწავლე აღარ ისწავლის იმ საკითხებს, რაც არ არის შესული საგამოცდო პროგრამაში.

მოსწავლეთა მშობლები მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს 2025 წლის საგამოცდო პროგრამის რევიზია და ის ნაწარმოებები, რომლებიც მოსწავლეებს უყალიბებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეროვნულ-პატრიოტულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, დაბრუნდეს 2025 წლის საგამოცდო პროგრამაში“, - აღნიშნულია პეტიციაში. 

ხელის მოსაწერად დააჭირეთ აქ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203