საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, ციფრულ სივრცეს სტუმრობდნენ
27-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალს მორიგი დაუვიწყარი დღე შეემატა. ​

სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მზიური კოჩალიძე) შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისის ციფრულ სივრცეში.

პროგრამის საშუალებით მოსწავლეებმა შეიტყვეს ისტორია ჩვენი პლანეტის დაბადების შესახებ. ბოლოს კი ნახეს ფილმი „წითელი ყაყაჩოები“ (შინდისის ბიჭები)

დღემ ძალიან საინტერესო და შემეცნებით გარემოში ჩაიარა. ახალგაზრდები ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203