ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
25 ნოემბერს, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის N2 საჯარო სკოლის IVა კლასში, დამრიგებლის ეკატერინე გოგინავას ხელმძღვანელობით, ჩატარდა საზეიმო-შემეცნებითი საღამო.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს მრავალფეროვანი აქტივობები: ჩატარდა ჯგუფებს შორის ვიქტორინა, წარმოადგინეს ესეები, რომლიც ეხებოდა დახუნძლულ და ფერად შემოდგომას, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების ბოლოს დამრიგებელმა მოსწავლეებს წახალისებისა და აქტიური ჩართულობისთვის სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: