ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სუფთად და მხატვრულად წერას ახალისებენ და მოსწავლეთა შემეოქმედებითი და ესთეტიკური უნარების განვითარებაზე აქტირუად ზრუნავენ.
სკოლაში მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნანა კარაპეტიანის ინიციატივით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
მოსწავლეები კონკურსში ხალისით ჩაერთნენ და წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები: