ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ერუდირებულ ახალგაზრდებს ზრდიან.
ახლახან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ პედაგოგების - ივეტა ხიდაშელის, ნინო კაპანაძისა და თამარ ჭულუხაძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა ჩაატარა.
ინტელექტუალურ თამაშში VII, VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიქტორინის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, შეძენილი უნარ-ჩვევების გამოვლენა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
„ეს აქტივობა მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ, სწრაფ აზროვნებასა და გუნდური მუშაობის უნარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში,
ჟიურის წევრები იყვნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები - იზა ღიბრაძე და მზექალა ღიბრაძე, რომლებმაც გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი და გამარჯვებული გუნდის კაპიტანი.
სკოლის დირექტორმა იზა ღიბრაძემ, გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა.
საბუნებისმეტყველო საგნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს V კლასის მოსწავლეებმა, მათთვის ძალიან საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო ვიქტორინაზე დასწრება და გამოთქვეს სურვილი სამომავლოდ მათაც მიიღონ მონაწილეობა.
„მადლობა, ორგანიზატორებს და მოსწავლეებს აქტიურობისათვის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: