მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს.
სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ შორისაა ლიკა რუხაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, რომელიც ცოდნის ახალ მწვერვალებს უნივერსიტეტში იპყრობს.
ახლახან მოსწავლემ სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა.
სკოლის დირექცია ულოცავს მას ამ წარმატებას და ბედნიერ და ნათელ მომავალს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: