განახლებული საგნობრივი სტანდარტი 2025 წელს გამოქვეყნდება - დეტალებზე მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ისაუბრა
27-11-2024

მომავალ წელს განახლებული საგნობრივი სტანდარტი ნამდვილად დამტკიცდება, 2028 წლისთვის კი სახელმძღანელოებიც განახლდება - ამის შესახებ დღეს, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.

„2025 წელს დამტკიცდება და გვექნება განახლებული საგნობრივი სტანდარტები. ახლა ვაპირებთ ზუსტად განახლებული სტანდარტების დამტკიცებას, სადაც ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება განახლებული ეროვნული სასწავლო მიზნების შესაბამისად. შესაბამისად ეროვნული პატრიოტული ფასეულობები ეროვნული ღირებულებები კიდევ უფრო მეტად აისახება ჩვენს საგნობრივ სტანდარტებში. რის შემდგომაც, 2025-2028 წლებში განვაახლებთ ყველა სახელმძღვანელოს როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებში“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ნოემბერს წულაძის ბრძანებით, გამოქვეყნდა 2025 წლის ეროვნულების განახლებული საგამოცდო პროგრამა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203