2025 წლიდან სკოლებში მოხდება მოსწავლეების ეროვნული შეფასება - ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა, ალქესანდრე წულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2025 წლიდან ვგეგმავთ დავნერგოთ - ეროვნული შეფასებები, რომელიც დაიწყება ჯერ მე-6 კლასში, ხოლო შემდგომ მე-11-მე-12 კლასებში, მოხდება მოსწავლეების ეროვნული შეფასება.
ეს მოხდება მხოლოდ განმავითარებელი მიზნებით და ქულები არ აისახება მოსწავლის აკადემიურ შედეგებზე. ეს მოგვცემს საჭირო ინფორმაციას მთელი სისტემის შესახებ, როგორც ინდივიდუალური სკოლის მასწავლებლის, ასევე ყველა საგანთან დაკავშირებით, გვექნება ინფორმაცია, რა დონეზე ისწავლება, რა გამოწვევებია თითოეულ საგანში და დავინახავთ, როგორ შეიცვალა, როგორ განვითარდა მოსწავლის შედეგები.
ეს მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავართმევთ თავს“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.