ამბროლაურის N2 სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
27-11-2024

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან. ისინი ბავშვებს გარდა საგნობრივი ცოდნისა, კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას ასწავლიან. 

შესაბამისად, სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მიიწვიეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიკა დვალი. მან აღნიშნული თემა საინტერესოდ წარადგინა მოსწავლეებთან.

„ქალბატონ მარიკასთან ერთად ვისაუბრეთ ტოლერანტობის არსზე, რომ ტოლერანტობა ღირსეული ადამიანების აქტიური პოზიციაა, ყურადღება გამახვილდა საზოგადოების დამოკიდებულებაზე განსხვავებული ადამიანების მიმართ, კლიშეებსა და სტიგმაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა სკოლაში წარადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, შემდეგ კი განიხილეს როგორც აღნიშნავენ, ყველაზე კეთილი წიგნი ჰარპერ ლის „ნუ მომკლავ ჯაფარას“.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203