ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია.
ახლახან, სკოლის საგამოფენო სივრცეში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით - „ახალგაზრდა ხელოვანის დაბადება“.
პროექტს ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი ლია კაკაშვილი. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და განვითარებას.
ამასთანავე, მოსწავლეებს მიეცათ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება. მათი ნამუშევრები შთამბეჭდავია და დიდ მოწონებასთან ერთად დამთვალიერებელს გულს უთბობს.
იხილეთ ფოტოები: