ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგამომცემლო-სარედაქციო საქმის საფუძვლებს დაეუფლნენ.
IV კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - ნონოლეტა ბერიძის ხელმძღვანელობით ერთჯერადი სასკოლო გაზეთი - „მომავალი თაობა“ გამოსცეს, რომელიც საქართველოში მასწავლებლის დღის აღნიშვნას მიეძღვნა.
გაზეთი სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში აიწყო და დაკაბადონდა სკოლის საინფორმაციო მენეჯერის რომან ჯაფარიძის დახმარებით.
გაზეთში დაბეჭდილია ინფორმაციები თუ როგორ აღნიშნავენ მასწავლებლის დღეს სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს სკოლაში. მოსწავლეებმა ინტერვიუ აიღეს სკოლის ახალარჩეულ დირექტორთან - გიული დავითაძესთან და სხვებთან.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები კმაყოფილნი არიან მათივე ილუსტრირებული ოთხგვერდიანი გაზეთის გამოცემით, რომელიც სკოლის საზოგადოება ინტერესით გაეცნო.
იხილეთ ფოტოები: