ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, IX კლასის მოსწავლეები: ნინი გოგუაძე და ანამარია ჩიჩუა STEAM კვირეულში მონაწილეობდნენ, რომელიც ოზურგეთის ტექნოპარკში ჩატარდა.
პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ რეალურ სამეცნიერო კვლევებში და ინტერაქტიულ ექსპერიმენტებში.
ჭანჭათის საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს და წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: