ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნებითთან ერთად, საინტერესო და თავშესაქცევ აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, მე-6 კლასელებმა სულხან-საბას იგავების მიხედვით ნახატები შექმნეს. მოსწავლეებმა იგავ-არაკების გმირები ქაღალდზე გააცოცხლეს და შემოქმედებითობა წარმატებით წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი ნანა აბულაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ბავშვებს საინტერესო აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: