ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის უცხოურ ენებში ქვიზი ჩატარდა.
ინგლისურ ენაში პირველ ადგილზე გავიდა ორი მოსწავლე: საბა ბერიძე (XI კლასი) და საბა (მამუკას ძე) ქათამაძე (X კლასი),
ხოლო რუსულ ენაში პირველი ადგილი აიღო X კლასის მოსწავლემ - საბა (გურამის ძე) ქათამაძემ.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: