ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და ამით სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, პედაგოგ თამარ ლეკიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ხოტბა შემოდგომის სილამაზეს შეასხეს. ისინი თემატურ ღონისძიებაში - „ოქროსფერი შემოდგომა“ დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა საზეიმოდ - შემოდგომის ნობათითა და ფოთლებით მორთულ გარემოში ლექსები წაიკითხეს, წელიწადის მიმდინარე სეზონზე ისაუბრეს, ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტო: