ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ახლახან. მეცხრე კლასელებმა - თამთა ყაზაშვილმა და მარი ჯავაშვილმა, მათემატიკის მასწავლებლის - მანანა მაზმიშვილის ხელმძღვანელობით, თანატოლგანმანათლებლის როლი მოირგეს. მათ მესამეკლასელებს (მათემატიკის მასწავლებელი მარინე ხაზალაშვილი) გაკვეთილი - „სივრცითი ფიგურები და მათი შლილები“ ჩაუტარეს.
მათ მესამეკლასელებს საკუთარი ხელით დამზადებული სივრცითი ფიგურების მოძრავი შლილები წარუდგინეს და ფიგურების მახასიათებლების შესახებ ესაუბრნენ. აღნიშნულ გაკვეთილს სკოლის დირექტორი - მარინე ასპანიძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო და აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შედგა.
„აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ პატარებიც. მადლობა მე-9 კლასის მოსწავლეებს, მათი მონდომებისათვის და შექმნილი რესურსებისათვის, რომლებიც მესამეკლასელებს აჩუქეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: