ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო
27-11-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, კონსულტანტ-მასწავლებლის ნანი შუბითითიძის ინიციატივითა და ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინა ლიპარტელიანის თანადგომით, VI-XII კლასის მოსწავლეებისათვის ღონისძიება - „ერთი გასვლითი დღე ეკლესია-მონასტერში და მუზეუმში“ განხორციელდა.

ღონისძიების მიზანი კულტურულ და სულიერ ღირებულებებთან ზიარება, მოსწავლეებში ეკლესია-მონასტრებსა და კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით ჩვეულების ჩამოყალიბება გახლდათ. 

მოსწავლეები წირვას დავით აღმაშენებლის ტაძარში დაესწრნენ, წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებულ დედათა მონასტერს ესტუმრნენ და ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს, რითაც პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203