რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
ახლახან, მოსწავლეებმა ბუნების ერთ-ერთ ულამაზეს დროს - შემოდგომას ხოტბა შეასხეს.
მათ საზეიმოდ მორთული გარემო სიმღერებით, ლექსებითა და ინსცენირებით კიდევ უფრო გააფერადეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კი, მხატვრობას დაეთმო. მოსწავლეებმა ხმელი ფოთლები, გოგრები და სხვა შემოდგომის ნობათი მოხატეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ღონისძიების ორგანიზატორები ეკა ჩიჩუა, თამილა ასკურავა და ინდირა ღვინჯილია იყვნენ.
„ღონისძიება უფრო ლამაზი გამოჩნდა, ჩვენივე სკოლის ულამაზეს ეზოში, ბუნების პეიზაჟების ფონზე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: