სასწავლო წლის როგორი დასასრული არ გვინახავს, ქუდების აყრით, ბუშტებითა და შუშხუნებით, მაგრამ ასეთი არა...ჩიბათის საჯარო სკოლაში სწავლისაგან გადაღლილმა და მცხუნვარე ზაფხულს შეგებებულმა მოსწავლეებმა გაგრილება წუწაობით გადაწყვიტეს.
ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ პატარებს წყლიანი ბუშტების სროლას არავინ უშლიდა, პირიქით მთელი სკოლა აქტიურად უერთდებოდა წუწაობის სეზონს.
დირექციამ ოფიციალური მოწვევა გაავრცელა სოციალურ ქსელში:
„დიდ წუწაობაში“ მონაწილეობა შეუძლია, როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, ასევე სხვა სკოლის წარმომადგენლებსაც. ველოდებით ყველა მსურველს, ვისაც მხიარულ განწყობაზე სურს დასრულდეს სასწავლო წელი!“
მოსწავლეების თქმით, ჩიბათის სკოლამ მათ სასწავლო წლის დაუვიწყარი დასასრული აჩუქა.
2017-2018 სასწავლო წელი ჩიბთის საჯარო სკოლაში წუწაობით დასრულდა.
Posted by Lado Apkhazava on 2018 წლის 15 ივნისი, პარასკევი
იხილეთ ფოტოები: