3 მთავარი ცვლილება სკოლებისთვის - დეტალები ცნობილია
25-01-2025

ზოგადი განათლების საფეხურზე ჩვენი მიზანია გვქონდეს ძლიერი, ინკლუზიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პოზიტიურ სასწავლო გარემოს, - განაცხადა განათლების მინისტრმა, ალქესანდრე წულაძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე დააანონსა 3 მთავარი სიახლე, რომელიც მომავალი წლიდან ზოგადი განათლების საფეხურს შეეხება.

გვაქვს სამი მთავარი სიახლე: XI-XII კლასებში მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო პროგრამებისა და არჩევითი საგნების არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ; დავნერგავთ . . სტრიმებს, გვექნება ჰუმანიტარული, მათემატიკური, პროფესიული სტრიმები და მოსწავლეებს, საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად, მიეცემათ საშუალება, გაძლიერებულად შეისწავლონ საგნები.

გარდა ამისა, მათემატიკური სკოლების მაგალითსა და კურიკულუმებზე დაყრდნობით, იგეგმება მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბება - რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ 21- საუკუნეში თავის დამკვიდრება ყველა ახალგაზრდისთვის დიდი გამოწვევა. მე-7-8 კლასებში კი ვგეგმავთ შევიტანოთ STEAM საგნების სწავლება, მოხდება STAEM კლუბების ინტეგრირება სკოლებში“, - განაცხადა წულაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...