როდის გამოქვეყნდება 2025 წლის აბიტურიენტებისთვის ცნობარი? - აღნიშნული კითხვა აქტუალური მას შემდგომ გახდა, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამა გამოაქვეყნა.
2025 წლის აბიტურიენტთა ცნობარი ტრადიციულად თებერვლის ბოლოს, მარტის პირველ რიცხვებში გამოქვეყნდება.
ცნობარში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: სიახლეები; აბიტურიენტის კალენდარი; რეგისტრაციის ინსტრუქცია; ინფორმაცია საგამოცდო საგნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესახებ; ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ; შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა; ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესი; ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები -
თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი მინიმალური კვოტის,
სწავლის საფასურისა და სხვა