ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პირველი საანბანო გაკვეთილი ზეიმად იქცა 
28-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით ბავშვებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, მშობლიური (სომხური ენის) ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით დაიწყეს. კლასის დამრიგებელმა - ვარდანუშ ტონოიანმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია. ანბანის პირველი ა-ასო-ბგერას მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება მიეძღვნეს.

ღონისძიებაზე პატარებმა ლექსები, ცნობილი ფრაზები წარმოთქვეს, სიმღერები შეასრულეს და ცეკვა წაიმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი საანბანო გაკვეთილის შემართება მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ. პედაგოგი კი მათ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს და არაერთ ღონისძიებას ჰპირდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203