ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში, პედაგოგ ლინდა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა შთამბეჭდავი ღონისძიება - „ჩემი წილი საქართველო“, რომელშიც IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო დასავლეთ საქართველოს სამი კუთხის ტრადიციების, კულტურის, ხელნაკეთობებისა და კერძების გაცნობა.
მოსწავლეები აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის ნაციონალური ცეკვებით, ხალხური და თანამედროვე სიმღერებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე, დაიმსახურეს მხურვალე ტაში და შეფასებები პედაგოგებისგან.
იხილეთ ფოტოები: