ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს.
„შემოდგომა ჩვენს სოფელში“ - ამ სახელწოდებით, ალათუმანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელ არმენუჰი კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ჩაატარს საშემოდგომო ღონისძიება.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ცეკვა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს შემოდგომის თვეებაზე, ხვავსა და ბარაქაზე. ბოლოს კი სიმბოლურად ქართულ ენაზე შეასრულეს სიმღერა - „მეგობრობა“.
მსგავსი სახის ღონისძიებები ალათუმანის საჯარო სკოლაში საკმაოდ ხშირად იმართება და როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: