მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ
15-06-2018
მეორე ობჩის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები პედაგოგ თამარ დათუაშვილთან და მშობლებთან ერთად ქუთაისში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მეორეკლასელებმა გელათის მონასტერი, მოწამეთას სამონასტრო კომპლექი და „გორის პარკი“ დაათვალიერეს. დაბრუნებისას კი ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს და სახლებში სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები