საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის ტრაგიკომედია დიდ სცენაზე ნახეს 
28-11-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხელოვნების სიყვარულს შთააგონებენ. თეატრალური ხელოვნება კი გულგრილს არავის ტოვებს. 

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-6 – მე-12 კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები 22 ნოემბერს დაესწრნენ ზუგდიდის თეატრში სპეკტაკლს - „სამანიშვილის დედინაცვალი“.

მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილის ტრაგიკომიკური ნაწარმოები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ნაწარმოები მოგვითხრობს, ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეულ პროცესებსა და ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეულ სოციალურ სიდუხჭირეზე. ქვრივი აზნაური სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს, რაც მისი ვაჟისთვის თავზარდამცემი სიახლე აღმოჩდება. პლატონი იძულებული ხდება მამას საცოლე თვითონ შეურჩიოს, რომ თავიდან აიცილოს ახალი მემკვიდრის დაბადება.

დიდ სცენაზე გაცოცხლებული სიუჟეტი მოსწავლეებმა გატაცებით ნახეს და ემოციებით დატვირთულნი, კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში. 

„მადლობა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის დასს - ზურაბ ანთელავას, დავით ჩოგოვაძეს, სალომე ბუღაძეს, მარინა დარასელიასა და გოგი გუგუჩიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203