მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
იქ არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინფორმაციული პრეზენტაცია მოამზადეს. მას ქართულის მასწავლებელი რუსო გაგუა ესწრებოდა.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა წიგნის კლუბისთვის სადისკუსიო კითხვებს უპასუხეს. აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მეშვიდეკლასელებმა ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: