ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გაიმართა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და ნაკვერჩხალზე კარტოფილი შეწვეს.
მათ ბარაქიან შემოდგომას ხოტბა შეასხეს, საშემოდგომო ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და იცეკვეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები და პედაგოგები ღონისძიებაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: