დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს.
I კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი შემოდგომის ზეიმი გამართეს. პატარებმა დამრიგებლის - ნანა წიკლაურის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „შემოდგომის აკორდები ქართულ მიწაზე“.
პროექტის მიზანი იყო ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივება.
მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე წარმოთქვს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ულამაზესი ხელნაკეთობები შექმნეს ბუნებრივი მასალებისგან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საკლასო ოთახი გადაიქცა შემოდგომის ნამდვილ ბაღად, სადაც თითოეული ნამუშევარი ასახავდა პატარების ფანტაზიას და შემოქმედებით პოტენციალს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები არა მხოლოდ ხელოვნებით დაკავდნენ, არამედ ღრმად შეისწავლეს შემოდგომის ბუნებრივი მოვლენები. მათ შექმნეს ცოცხალი კუთხე, სადაც შემოდგომის ფერადოვნება ბუნებრივი მასალების საშუალებით აისახა.
პატარებმა შემოქმედებითი პროცესი გემრიელად დაასრულეს, რადგან თავად მოამზადეს ტრადიციული ქართული მასპინძლობის განუყოფელი ნაწილი - თათარა და ჩურჩხელა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქალბატონ ნანას და მოსწავლეებს ამ საინტერესო და შთამაგონებელი პროექტისთვის.
იხილეთ ფოტოები: