ახალციხის N4 სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-11-2024

ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ - გიორგი ველიჯანიშვილმა განახორციელა მორიგი პროექტი -„ჯეოფარდი“. 

პროექტს ჰქონდა გუდური ინტელექტუალური თამაშის სახე. „ჯეოფარდი“ მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„ჯეოფარდი არის ამერიკული ტელეგადაცემა, ამ ღონისძების მიზანი იყო ბავშვების ყვიველდღიურობა გამეხადა მეტად საინტერესო და სახალისო, ასევე მინდოდა მეგობრებისთვის  მესწავლებინა ჯგუფური შეთანხმებული, თანამშრომლობით მუშობა და  ასევე ესწავლათ წაგების აღიარება, რადგან მათ დიდი გზა აქვთ გასავლელი და უნდა მიეჩვიონ როგორც წაგებას ასევევ მოგებას რადგან არვინ არ იცის რა გველის ხვალ და რა დაბრკოლებებს გადავაწყდებით“,- გვეუბნება გიორგი ველიჯანიშვილი.

სკოლაში თვითმმართველობის თავმჯდომარის აქტიურობა ახარებთ.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის თვითმმართველობის თავმჯდომარეს - გიორგი ველიჯანიშვილს საინტერესო პროექტებისა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203