ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის კედლებში არაერთი წარმატებული და წარჩინებული ახალგაზრდა აღზრდილა, რომელთა მიღწევებში დიდი წვლილი სკოლის პროფესიონალმა პედაგოგებმა შეიტანეს.
სწორედ მათ შორის გახლავთ ქეთევან პერტაია და ანანო ნანავა.
წარმატებულ და წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს და გვიზიარებს სასიხარულო ინფორმაციას - ახალგაზრდები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ქეთევან პერტაიას და ანანო ნანავას ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოებას.
ვუსურვებთ წარმატებებს! ბევრი ჭკვიანი და წარმატებული ახლგაზრდა აღეზარდოს ჩვენს სკოლას️. მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს“, - აღნიშნავენ სკოლაში.