ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერადაც, იქ დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო, რადგან მოსწავლეებმა შემოდგომის დასკვნითი ღონისძიება ჩატარეს.
მის ფარგლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს და გამოფინეს. მათ დიდი მონდომებით იმუშავეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საინტერესო იყო და გამოფენენას სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო.
იხილეთ ფოტოები: