ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გალაკტიონისადმი მიძღვნილ შემოქმედებით პროექტში მონაწილეობდნენ
28-11-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. 

ამჯერად, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები - სალომე ბჟალავა, მარიამ ჩაჩიბაია და ნინო ნადარია გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ პროექტში მონაწილეობდნენ. 

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტი შემდეგ აქტივობებს მოიცავდა: 

1. დახატე გალაკტიონზე;

2. დაწერე გალაკტიონზე;

3. წაიკითხე გალაკტიონზე. 

მის ფარგლებში, სალომე ბჟალავამ გალაკტიონის შემოქმედებაზე შესანიშნავი ნახატი შექმნა, მარიამ ჩაჩიბაია გალაკტიონის ლექსზე - „ქარი ჰქრის“ კალიგრაფიული ნაშრომი მოამზადა, ხოლო ნინო ნადარიამ „პოეტების მეფის“ ლექსი - „მზეო თიბათვისა“ მხატვრულად წაიკითხა. 

„გალაკტიონ ტაბიძე – პლანეტის ნომერ პირველი პოეტი“… ასეთი ჩანაწერი გაუკეთებია ერთგან კონსტანტინე გამსახურდიას და ამ ფრაზით ყველაფერია ნათქვამი. მადლობა, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს აღნიშნული ღონისძიების მომზადებისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მიყვარხართ და გვეამაყებით, ბავშვებო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203