ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა გუნდები ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ტურში მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს.
კონკრეტულად, უფროსკლასელების გუნდმა - I ადგილი, ხოლო უმცროსკლასელების გუნდმა II ადგილი დაიკავა. სკოლაში მათ ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების მიღწევებით! განსაკუთრებული მადლობა გუნდების ხელმძღვანელებს და მშობლებს, მხარდაჭერისთვის! წინ ახალი გამარჯვებებისკენ“,- ამბობენ სკოლაში.