„ილია 187“ - ჭანჭათის საჯარო სკოლაში დიდი მწერლის ღვაწლს ხოტბა შეასხეს 
28-11-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. ეს გამორჩეული თარიღი სკოლაში განსაკუთრებული სულისკვეთებით აღინიშნა. 

სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „ილია 187“ გაიმართა. კვირეულის ფარგლებში VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილიას მკვლელობის სამარცხვინო საკითხი - „წიწამურის ტრაგედია“. 

როგორც სკოლის პედაგოგი ეთერ ცინცაბაძე გვიყვება, მოსწავლეებმა გაისიგრძეგანეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი, ამაგი და პიროვნული მადლი, რომ ილია იყო XIX საუკუნის შემქმნელი, ახალი ქართული კულტურის აღმღორძინებელი და ღირსეული მემკვიდრე დიდი ისტორიული ქართველი მოღვაწეებისა. რომ არა ილია, მაშინ საქართველო იქნებოდა სამუდამოდ დაბნელებული.

„ამ საკითხის წინ წამოწევით, მოხდა სკოლის მოსწავლეთა, როგორც მომავალი მოქალაქეების, ზნეობრივ-მორალური აღზრდა“,- აღნიშნავს ეთერ ცინცაბაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203